logo
ENG



ბაჩუკი ქარდავა საპატრიარქოს მოვლენებზე: ამას ახორციელებს რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტ 201919:18
3 წუთის საკითხავი
 
6po3vpehdww1uaj.png

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუქი ქარდავა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" იმყოფებოდა სტუმრად და საპატრიარქოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. 

"დიდი ანალიზი არ გვჭირდება იმისათვის, რომ დავასკვნათ თუ რა ხდება დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო. ეს არ არის მარტო ეკლესიის გარშემო პრობლემები, ეს არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება. ერთი მხრივ ამას ახორციელებს რუსეთი, მეორე მხრივ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორკესტრირებულად რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად მუშაობს და იბრძვის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ და ისინი ამას ახერხებენ კიდევაც. მესამე რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ვთქვა, ამ ყველაფერს ამ ნოყიერ ძალებს ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმ პრობლემებმა, რომლებიც სერიოზულად იყო ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში და საბოლოოდ მან თავი უფრო სერიოზულად იჩინა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსობიდან განკვეთეს. გადაწყვეტილება დღევანდელი სინოდის სხდომაზე მიიღეს.

 

ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ განაცხადა, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება და კონკრეტული მიზეზი დაასახელა: "მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება."

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. მღვდელმთავრები საკითხებს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

 


close დახურვა