logo
ENG



ბაჰრეინის საგარეო დრონებით თავდასხმაზე: ირანი სამშვიდობო ძალისხმევის საბოტაჟს ემსახურება

27 ივნ 202615:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/27/b6n5xafyb9vpnkj.png

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიას რამდენიმე ირანული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. უწყება თეირანს სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პირველად, აშშ-მა და ირანმა ერთმანეთზე დარტყმები განახორციელეს.

"ბაჰრეინი უმკაცრესად გმობს ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ დღეს გამთენიისას განხორციელებულ თავდასხმას რამდენიმე ირანული დრონით, რაც მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ირანის ქმედებები სამშვიდობო ძალისხმევის საბოტაჟს ემსახურება",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

თავის მხრივ, ირანმა შაბათს აშშ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, რის საპასუხოდაც ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე შეტევა მიიტანა.


close დახურვა