logo
ENG



ბეირუთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

16 დეკ 201909:30
3 წუთის საკითხავი
 
mw2wr322xjoartc.jpg

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება  ლიბანის დედაქალაქში. უკვე მეორე დღეა,  ბეირუთის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებით  სრულდება.  ათასობით მომიტინგე ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, სადაც ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნის შესახებ კონსულტაციები  მიმდინარეობდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეებმა კი სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.  ბოლო მონაცემებით გუშინდელი შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 36-ი პირის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროა.  ქვეყნის შენაგან საქმეთა მინისტრმა დემონასტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების  ბრძანება გასცა.

 


close დახურვა