logo
ENG



ბელადის გინებისთვის ადამიანებს სჯიან - ილიას უნივერსიტეტის პროფესორის სასამართლოა ჩანიშნული

31 იან 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი პოლიციის არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. გიორგი მუმლაძეს, რომელიც 18 დეკემბერს ლუკა სირაძის მხარდამჭერ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად იმყოფებოდა, ივანიშვილის მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი ფრაზა, გამოძიებამ რამდენიმე თვის შემდეგ გაუხსენა.

მუმლაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათია" იცავს.  პოლიციის მხრიდან მუმლაძის მიმართ არასათანადო მოპყროპის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, 18 დეკემბრის ეპიზოდზე კი პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული. ლექტორი დარწმუნებილია, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

"ამ საქმეზე სასამართლომ უკვე გამამართლა და აღნიშნულიც ადასტურებს იმას, რომ პოლიციას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ჩემთვის მოეყენებინა ფიზიკური დაზიანება. ბელადის გინებისთვის ადამიანებს სჯიან",-აცხადებს მუმლაძე. 

მუმლაძის ადვოკატის თქმით, სამართალდამცველები ცდილობენ მაქსიმალურად შეუზღუდონ მას სამოქალაქო ატივიზმის შესაძლებლობა. 

"დაუყოვნებლივ, მყისიერად დაიწყო ალტერნატირული სამარტლებრივი დევნა, რაც უკვე ამ ადამაინებს ჰქმნსი პოლიტიკურად მოტივირებულ მსხვერპლს. 4 თებერვალს პარლამენტთან იგეგმება აქცია, რომელშიც მუმლაძე აპირებს მონაწილეობს და ვფიქრომ რომ სურთ, მისი სამოქალაქო აქტივობის შეწყვეტა",აცხადებს გიორგი ლემონჯავა.

"ემპათიის" ხელმძრვანელის თქმით კი დროა საქართველოში მსგავსი მიდგომები დასრულდეს. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამოვწუროთ საქართველოში არაეფეტური გამოძიების კუთხით არსებული ვითარება, რადგან არ გაგვაჩნია არავითარი გარანტია, რომ აქ იქნება ადეკვატური დამოკიდებულება. ამიტომ მივმართავთ ადამაინის უფლებათა ევროპულ სასამართლოს",- აცხადებს მარიან ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ პროფესორი 31 დეკემბერს პარლამენტის წინ აქციაზე, პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, სადაც მუმლაძეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 31 დეკემბრის ეპიზოდში სასმართლომ სამართლის ლექტორი დამანშავედ არ სცნო.


close დახურვა