logo
ENG



ბელარუსის კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა საპატიმროსთან აქციებზე დაკავებულთათვის ილოცა

20 აგვ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
4kjva1kr1vzptw1.jpg

ბელარუსის კათოლიკე ეკლესიის მთავარეპისკოპოსი თადეუში უკვე რამდენიმე დღეა დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვს.

მთავარეპისკოპოსი დღეს საპატიმროს დაკავებულთა ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ეწვია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუფე პატიმრების მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიღებული უარის მიუხედავად, მთავარეპისკოპოსი საპატიმროს გარეთ წვიმაში დადგა და პატიმართათვის ლოცვა აღავლინა. 

9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

დღეის მდგომარეობით, ანტისამთავრობო აქციებზე ან იქ მიღებული დაზიაებების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, ხოლო 7 ათასი ადამიანი - დაკავებული.


close დახურვა