logo
ENG



ბელარუსის სასამართლომ რადიო თავისუფლების სოცქსელები ექსტრემისტულად ცნო

04 დეკ 202110:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/04/26w0kvwwwfoldi5.jpg

ბელარუსის სასამართლომ რადიო თავისუფლების სოცქსელები, მათ შორის Telegram-ისა и YouTube-ის ანგარიშები, ექსტრემისტულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს.

გადაწყვეტილება მიღებულია კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის მასალებზე დაყრდნობით.

"სუვერენული ბელარუსის ისტორიაში ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების ყველაზე დიდ თავდასხმას სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიაზე", - აცხადებენ რადიო თავისუფლების რედაქციაში.

ბელარუსში ექსტრემისტულად არის ცნობილი 300-მდე ინტერნეტ არხი. ეს შეეხო ოპოზიციურ გამოცემებს Tut.by-სა და Belsat-ს. ამასთან, ორი გამოცემა Belsat და Belapan ექსტრემისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადეს. ექსტრემისტულად არის მიჩნეული ათობით ტელეგრამ არხი და ტელეგრამ ჩათი, რომლებიც ძირითადად 2020 წლის აგვისტოს პროტესტთან არიან დაკავშირებულები. სიაში მოხვდა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტელეგრამ არხი.


close დახურვა