ბელგიის პრემიერმინისტრის ალექსანდრ დე კროს ინფორმაციით, უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს მიაწვდიან.
ბელგია ასევე 3 800 ტონა საწვავის მიწოდებასაც აპირებს. როგორც დე კრომ აღნიშნა, ბელგია უკრაინის ჯარს მხარდაჭერას უცხადებს.
გარდა ამისა, დე კრო ამბობს, რომ ბელგია გუშინ გაცხადებული ნატოს სწრაფი რეაგირებს ძალების ფარგლებში რუმინეთში 300 ბელგიელ ჯარისკაცს გაგზავნის.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.