არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე კონგრესმენების მწვავე გზავნილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჯერ არ გაჟღერებულა.
როგორც ბენიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ის ქმედებები, რა ქმედებებიც ნაკლებად დემოკრატიულია და დემოკრატიული გზიდან გადახვევას წარმოადგენს, თავს მხრივ რა თქმა უნდა ხელს უწყობს სწორედ რუსეთის ინტერესს საქართველოში და ამ რეგიონში, და ეს არის სერიოზული დამაფიქრებელი ფაქტორი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როდესაც უკვე ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მოკავშირეები საუბრობენ ამ საფრთხეები ხმამაღლა. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ხელისუფლების რეპუტაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.