logo
ENG



ბენ კარდინი: ვაგრძელებ არჩევნების შემდომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს

28 ოქტ 202419:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/cctv2h28o77gzhw.jpg

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მიმდიანრე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი X-ზე წერს. 

"მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომ გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში", - წერს ბენ კარდინი.

მანამდე, სენატორმა ბენ კარდინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებელია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაგდებითა და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით  ჩაიარა.

"ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ანადგურებს. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ზიანი მიაყენა", - ვკითუხლობთ ბენ კარდინის განცხადებაში.


close დახურვა