logo
ENG



ბერბოკის თქმით, სავიზო შეზღუდვის სიაში რუსი პოლიტიკურად დევნილი ადამიანები არ უნდა მოხვდნენ

31 აგვ 202214:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/gzppd7x7a9lp8ak.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, სავიზო შეზღუდვის სიაში რუსი პოლიტიკურად დევნილი ადამიანები არ უნდა მოხვდნენ.

ბერბოკი ამბობს, რომ ბერლინი მზადაა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩეროს და მრავალჯერადი ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა შეწყვიტოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობას სურს რუსეთში დევნილ ადამიანებს ქვეყნის სწრაფად დატოვების საშუალება ჰქონდეთ.

"ჩვენ არ ვსჯით მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს გამბედაობა წინ აღუდგეს ამ რეჟიმს," - თქვა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სავიზო შესაძლებლობამ თავშესაფარი არამხოლოდ ცნობილ ჟურნალისტებს ან ოპოზიციის წევრებს უნდა შესთავაზოს, არამედ შესაძლებლობა სტუდენტებისთვისაც უნდა დარჩეს, რომლებსაც გამბედაობა აქვთ, ინფორმაცია სხვაგანაც მიიღონ.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი გააგრძელებს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნას. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ უსაფრთხოების მთელი პოლიტიკა მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით განვიხილოთ," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


close დახურვა