ბერლინის კინოფესტივალზე ჯონი დეპის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. დრამის, სახელწოდებით "მინამატა", ავტორი ენდრიუ ლევიტასია. პრემიერას რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც დაესწრნენ. წითელ ხალიჩაზე გამოჩენილ ჯონი დეპს თაყვანისმცემლები განსაკუთრებული ოვაციით შეხვდნენ. ფილმში მსახიობი ლეგენდარულ ფოტოგრაფს, იუჯინ სმიტს განასახიერებს, რომელიც იაპონიის სოფლის მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ პრობლემებს აშუქებდა. ბერლინის 70-ე კინოფესტივალი ორი დღის წინ გაიხსნა, რჩეულები კი 1-ლ მარტს დასახელდებიან.
ბერლინის კინოფესტივალზე ჯონი დეპის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა
22 თებ 202012:38
3 წუთის საკითხავი