logo
ENG



ბერლინის სასამართლომ 9 მაისს რუსული და საბჭოთა დროშის დემონსტრირება აკრძალა

09 მაი 202309:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/09/s7jc6fm56auapzd.jpg

ბერლინისა და ბრანდენბურგის მიწების უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 8-9 მაისს რუსული და საბჭოთა დროშების, სიმბოლიკის, ასევე გეორგიევსკის ლენტის დემონსტრირება აკრძალა. ამასთან, უკრაინული დროშები და უკრაინული მარშის მუსიკა დაშვებულია.

თავდაპირველად, ბერლინის პოლიციამ როგორც რუსული, ასევე უკრაინული დროშები აკრძალა მემორიალური ღონისძიებების დროს ტიერგარტენის რაიონში, ტრეპტაუერ პარკში და შონჰოლცერ ჰაიდეს პარკში. უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Vitsche-მ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. პარასკევს სასამართლომ დაუშვა უკრაინის დროშების დემონსტრირება ბერლინის სამი მემორიალის ტერიტორიაზე, რომლებიც წითელი არმიის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი დაარსდა. ბერლინის პოლიციამ აპელაციაზე უარი თქვა.

შაბათს საღამოს, ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, გადაუდებელი სარჩელის შემდეგ, ასევე დაუშვა ტიერგარტენის რაიონში მემორიალის წინ რუსეთის დროშების დემონსტრირება. თუმცა პოლიციამ ეს გადაწყვეტილება უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლომ სწორად მიიჩნია პოლიციის პროგნოზი, რომ რუსული სიმბოლოები, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გათვალისწინებით, შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებისთვის იქნას გამოყენებული. "ბოლოს და ბოლოს, ამჟამინდელ კონტექსტში, ეს სიმბოლოები შეიძლება გავიგოთ, როგორც ომის წარმართვისადმი სიმპათიის გამოვლინება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.


close დახურვა