logo
ENG



ბერძენიშვილი: სანდრო ბრეგაძე სულ ხელისუფლების ნახლებნიკი იყო

08 ნოე 201921:57
3 წუთის საკითხავი
 
03in07kldwcix7s.jpg

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კინოთეატრთან ფილმის მაყურებლებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.

როგორც მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ამ ჟესტით, მან ფილმის ნახვის მსურველებს აგრძნობინა, რომ პოლიტიკოსებიც მათ გვერდით არიან.

„საინფორმაციო საშუალებით როცა გავიგე, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი, რეალურად სახელისუფლებო ზონდერბრიგადები, ქმნიდნენ პრობლემებს, მე მოვედი სოლიდარობის გამოსახატავად. ფილმის ნახვას ვერ შევძლებდი, ბილეთი არ მქონდა. მივედი იმის სათქმელად რომ ნახვის მსურველები მარტო არ არიან, მათ გვერდით არიან პოლიტიკოსებიც. ნორმალურ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს გამოვუცხადე სოლიდარობა.

რაც შეეხება თავდასხმას, ვაძლევდი ინტერვიუს, ამ დროს იყო მუქარა-ლანძღვა, ერთადერთი გზა დამრჩა დამეშომინებინა. ვეუბნებოდი, რომ ახლა მოვრჩები და მერე გავიდეთ ვისაუბროთ-მეთქი. ჭრიდა ეს მეთოდი, საკმაოდ დაბნეულები იყვნენ. მათი მოთავეები მარტო ჰომოფობები კი არა, რუსული ნარატივის შემსრულებლები არიან. როცა ვხედავ სანდრო ბრეგაძეს, რომელიც სულ ხელისუფლების ნახლებნიკი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ კი დააფასა და მინისტრის მოადგილეც გახადა. ეს არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანი, მითუმეტეს ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებისას, ამ კაცის აქციების სარგებლიანობაც გაიზარდა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. გარეთ მის ჩვენებას, საზოგადოების ნაწილი „ქართული მარშის“ მეთაურობით, აპროტესტებს. აქციაზე მისულ დავით ბერძენიშვილს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 


close დახურვა