logo
ENG



ბერძენიშვილი: ხვალაც იმისთვის ვიკრიბებით, რატომაც 2019 წლის 21 ივნისს

19 ივნ 202022:00
3 წუთის საკითხავი
 

 

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა, ზუკა ბერძენიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.

როგორც ბერძენიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, 2020 წლის 20 ივნისს საზოგადოება იმავე მიზეზით იკრიბება რატომაც ისინი 2019 წლის 21 ივნისს შეიკრიბნენ. ბერძენიშვილის თქმით, 20 ივნისი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ბოლო ფაქტი უნდა იყოს.

 „ყველაზე მარტივად ხვალ რატომ ვიკრიბებით შეგვიძლია ჩავატიოთ იმაში, რომ ვინ დაისაჯა. გავიგეთ გახარია, ბრძანება ვინ გასცა მოქმედებით დააშავა თუ უმოქმედობით, თუ უნდოდათ, თუ არ უნდოდათ - დავუშვათ ნებისმიერ ვერსიაზე მივყვებით რასაც გვეუბნებიან, მაგრამ სად არის დამნაშავე, პასუხს ვის ვთხოვთ? არ არის, რა თქმა უნდა არც იქნება ამათ ხელში, ამის ნიშანი იყო გახარიას გაპრემიერება, ამის ნიშანი იყო პროპორციულში გადაგდება. ხვალაც იმისთვის ვიკრიბებით რატომაც 21-ში მოვედით. 2019 წლის 21 ივნისს ვთქვით, რომ გვინდა პროპორციული არჩევანი, იმიტომ რომ ეს გზა დავინახეთ ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრების ისეთ განვითარების შემდგომ ეტაპად, რასაც ძალიან ბევრი წლის მერე, როცა კიდევ უფრო უკნიდან გავიხსენებთ უახლოეს საქართველოში მომხდარ სისხლიან თარიღებს - 9 აპრილიდან მოყოლებული, 7 ნოემბერი იქნება თუ მაისის ამბები იქნება თუ სხვა ხელისუფლებების ძალადობა იქნება, 20 ივნისი რომ იყოს ქრონოლოგიურად ისტორიის წიგნში ბოლო“,-განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

 


close დახურვა