logo
ENG



ბესელია: ოცნება ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის

02 დეკ 201922:49
3 წუთის საკითხავი
 
kgf4ih9pw4oc9ra.jpg

„სიმწვავის განეიტრალებისთვის არაფერი მომზადებული არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის ოცნება“,-აღნიშნული განცხადება ეკა ბესელიამ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში გააკეთა.

ბესელიას თქმით მმართველი პარტია ქვეყანაში კონფლიქტს ამწვავებს, იმისთვის რომ პროცესი ვადამდელი არჩევნებისკენ წაიყვანოს, მისივე თქმით „ოცნებას“ ეს მისთვის მომგებიანი ჰგონია, ვინაიდან „ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, რომ ოპონენტები ვერ მოასწრებენ არჩევნებისთვის მომზადებას.

„ხელისუფლების შენარჩუნებისთვის არსებულად მიჩნეული იქნა, რომ ეს სისტემა საარჩევნო უნდა დარჩეს, იმიტომ რომ სხვა სისტემაში არანაირი შანსი არ რჩება მოგების, ამისთვის დაშვებული იქნა ისიც რომ ამას მოჰყვება სიმწვავე, მაგრამ სიმწვავის განეიტრალებისთვის არაფერი მომზადებული არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ  ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის „ოცნება“, რაც მომგებიანი გონია“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა