ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას პარლამენტში დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ლაშა დარსალია საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თანათავმჯდომარეა. კომისიას მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა. კომისიამ მუშაობა მას შემდეგ აღადგინა, რაც ამა წლის აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას, საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.