logo
ENG



ბექა ნათელაშვილი: დიმიტრი ხუნდაძემ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა

03 დეკ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
x8y0p4xv5198drt.jpg

ხელისუფლება ახალგაზრდა აქტივისტებთან ღია დაპირისპირების სახიფათო რეჟიმზე გადადის და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან - მცხეთაში მომხდარი ინციდენტი, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პროკურატურასთან გააპროტესტეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მშვიდობიან აქციას, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის წინააღდეგ, ხელისუფლებამ მოძალადეების ჯგუფის მობილიზებით უპასუხა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა სამართალდამცველებს არც ერთი მოძალადე არ დაუკავებიათ.

ბექა ნათელაშვილის თქმით, აქტივისტებს აქვთ ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს თუ ვინ ძალადობდა მათზე, მისივე თქმით 2 დეკემბერს მცხეთაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დავალება დიმიტრი ხუნდაძემ მისცა.

„დისკზე გვაქვს ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ეს ადამიანები და მოვედით აქ და ვითხოვთ  ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას. ასევე დიმიტრი ხუნდაძემ უნდა დატოვოს თავისი დაკავებული თანამდებობა უნდა შეუწყდეს მაჟორიტარის უფლებამოსილება, ვინაიდან მას ყველა ვარიანტში ჰქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თვითონ მისცა დავალება, რომ ჩვენ ასე გაგვსწორებოდნენ გუშინ“,-განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.


close დახურვა