logo
ENG



ბექა ნაცვლიშვილი პროპორციულ არჩევნებს ითხოვს

24 ნოე 201916:24
3 წუთის საკითხავი
 
kpmeelnko6apu1l.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და მისი მოძრაობა პროპორციულ არჩევნებს ითხოვს, თუმცა პარლამენტთან დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. დეპუტატმა დღეს ფილარმონიასთან ამ მოთხოვნით აქცია გამართა. ნაცვლიშვილთან ერთად აქციის ორგანიზატორები იყვნენ გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“.

აქციაზე შეკრებილ ადამიანებთან ერთად ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. დეპუტატი არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აზრს იზიარებს.

 


close დახურვა