გარემოს დაცვის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრაზე ან ტოტების დაზიანებაზე საჯარიმო სანქცია 500-დან 1000 ლარამდეა.
თუკი გარემოსთვის მიყენებული ზარალი 1000 ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
ბზის მოპოვება ნებადართულია მხოლოდ კერძო სანერგეებიდან ადგილწარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე.