logo
ENG



ბიზნესი გაურკვევლობაშია - დასაქმებულთა ხელფასი ისევ ძველი წესით იბეგრება

10 მაი 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

დასაქმებულთა ხელფასი საშემოსავლო გადასახადით ისევ ძველი წესით იბეგრება, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაანონსებული შეღავათი კი საგადასახადო კოდექსში არ ასახულა. იურისტები ამბობენ, რომ ბიზნესი გაუგებრობაშია. ისინი კოდექსში ცვლილებები დაუყოვნებლივ ასახვას მოითხოვენ.

მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა და ამ მიმართულებით დაპირებებიც გაიცა, დღემდე გაურკვეველია კონკრეტული საკითხები. ცვლილებები თუ კანონში არ აისახება, შესაძლოა კონკრეტულმა კომპანიებმა გადასახადები არ გადაიხადონ და შემდგომ ჯარიმებიც გადახდა მოუწიოთ. 

"პრემიერმა გააკეთა განცხადება და დიდი ალბათობაა იმისა, რომ მცირე ბიზნესმა ისეთი ნდობა გამოუცხადოს აღნიშნულს, რომ გადასახდი აღარ გადაიხადონ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ  სანამ კანონი არ მოქმედებს, მანამდე დაარღვევენ. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ დაჯარიმდნენ და სანქციები მოჰყვეს ამ ყველაფერს. მთავარია საგადასახადო კოდექსში მოხდეს ცვლილების შეტანა", - აცხადებს მარიკა არევაძე.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს სხვა ალტერნატივაც, რასაც მთავრობა არ იყენებს და არ ითვალისწინებს. 

"მთავრობა თუ აპირებს 3-ნახევარი მლრდ. დოლარის დახარჯვას, რაც ერთ ადამიანზე გამოდის დაახლოებით 1300 ლარი, მაშინ ერთ ადამიანზე დახმარება გამოდის დაახლოებით 1500 ლარი. ოჯახზე ერთჯერადი დახმარება დიდი თანხა უწევს ჯამში. ამის შესაძლებლობა აქვს მთავრობას და მარტივია, რომ სწორედ ამ გზით წავიდეს", - აცხადებს აკაკი ცომაია. 

 

 


close დახურვა