რუსთავი ორის ერთ-ერთი სამართლებრივი დავის ფიგურანტი, „ქართული ოცნების“ ოქროს მოწმე და იძულებით წილების დათმობაში ბრალდებული, ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი - გიორგი კაპანაძეა (იგივე რიჟა).
კაპანაძე, ოფიციალური ვერსიით, ყოფილი მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის მოწმეა, მაგრამ საუბრობს როგორც მხარე და აანონსებს განაჩენს-დაჭერას.
რიჟა ის ფიგურაა, ვისი ჩვენებებიც და აქტივობაც გახმაურებულ საქმეებში მუდმივად სახელისუფლებო ინტერესებს ემთხვევა.
თაროდან ჩამოღებული უგულავას საქმე, სარჩელი რუსთავი 2-ის ყოფილი გენერლური დირექტორის წინააღმდეგ და წილების იძულებით დათმობა, რაშიც კაპანაძე გაამტყუნდა, მაგრამ ძალოვანი უწყება მაინც დაზარალებულს დევნის.
მტკიცებულებების და მოწმეების არარსებობა, კაპანაძესთან დაკავშირებულ დავებს საერთო ხელწერად გასდევს.