logo
ENG



ბიზნეს ასოციაცია: მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ აპრილამდე დავხუროთ ყველა სავაჭრო ობიექტი

19 მარ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

ქართული საცალო ბიზნესის ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით.

ასოციაცია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა სავაჭრო ობიექტს 1 აპრილამდე დროებით ხურავს. ისინი სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, შემქნილი ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან - 2020 წლის პირველ აპრილამდე დავხუროთ საქართველოში არსებული ყველა სავაჭრო ობიექტი“, - აცხადებს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი.


close დახურვა