ბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო ღონისძიებისას გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან პროდაქტსი" გახდა. „ჯორჯიან თაიმსმა" წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინა. რჩეული თავად ბიზნესმენებმა კენჭისყრის საფუძველზე დაასახელეს.
წლის საუკეთესო კომპანიებსა და ბიზნესმენებს შორის 20-მდე ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი მოხვდა. რეიტინგები საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა" დათვალა.
პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და მათ მიმართ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.