logo
ENG



ბიძინას პაიკებმა თქვეს, რომ ლაზიერი ვეღარ დადის - ლევან ბერძენიშვილი

24 ნოე 201923:08
3 წუთის საკითხავი
 
ujdxjwgvkmmlkc9.png

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მოუწია იმ თამაშში შესვლა, სადაც პაიკები ამბობენ, რომ ლაზიერი ვერ დადის.

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ხუნდაძის განცხადებები, თითქოს ბიძინამ ვერ დაარწმუნა, ტყუილი და ცინიზმია.

„ძალა, რომლითაც ივანიშვილი ვინმეს მოერეოდა, დამთავრდა მაშინ, როცა თქვა, რომ ხუნდაძეს ვერ მოერია. ვიცით, რომ ტყუილია, მაგრამ ხომ ითქვა. ბიძინას მოუწია იმ თამაშში შესვლა, სადაც პაიკებმა თქვეს, რომ ლაზიერი ვეღარ დადის. როცა დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ის ბიძინა არ არისო, ეს მომაკვდინებელი შეფასებაა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 


close დახურვა