logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აბასთუმანში ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს

20 აგვ 202020:03
3 წუთის საკითხავი
 
ldimtbagrmsc3it.jpg

ქართული ოცნების ცნობით, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს.

დღეს, 20 აგვისტოს, მშენებლობის ადგილის კურთხევას თავად ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. 

"25 წლის განმავლობაში, ფონდი 'ქართუს' დაფინანსებით 900-მდე ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მხოლოდ წელს, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 87 ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობს", - აცხადებენ პარტიაში. 

 


close დახურვა