ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ილია მეორეს მეუღლესთან ერთად ესტუმრა. როგორც ცნობილია, ივანიშვილმა შეხვედრისას საპატრიარქოში ბოლო დროს მომხდარი ხმაურიანი პროცესები განიხილა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევად შეაფასეს.
„უწმინდესობამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.