ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.
შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა ლავროვს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები გაუმეორა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი აშშ-ს, მის პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიულად იმოქმედებს, ოფიციალური ვაშინგტონი პასუხს გასცემს.
ამასთან, ბლინკემა თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილურ ურთიერთობა სურს. ბლინკენის თქმით, საიდუმლო არაა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის განსხვავებები არსებობს, მაგრამ არის სფეროები, სადაც ამ ორი ქვეყნის ინტერესები იკვეთება.
"როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს უთხრა, თუ რუსეთი იმოქმედებს აგრესიულად ჩვენს, ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აჩვენა, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, რომ არა ესკალაციის მიზნებისთვის, არა კონფლიქტის ძიებისთვის, არამედ ჩვენი ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.