logo
ENG



ბობოხიძე: ხუნდაძეს ან ბრიყვები ვგონივართ, ან თვითონ არის იდიოტი

19 ნოე 201921:21
3 წუთის საკითხავი
 
y8tcamazf1db16x.jpg

„ფორმულას“ ეთერში საუბრისას აკაკი ბობოხიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.

„ერთი რამეა რა, ეს ხალხი ან იდიოტები არიან ან დათვლა არ იციან, ან უტიფრები არიან - როდესაც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ჩვენ მაჟორიტარულ სისტემას გავიტანთო. ჩვენი კონსტიტუციით, იმისთვის რომ ცვლილება შევიდეს ძალაში, ორი ვარიანტია - პირველი: 110 ხმა და შემდეგი პარლამენტის თანხმობა სჭირდება, ისე არ შედის ძალაში და მეორე: 113 ხმით თუ იღებ, იმ წუთშივე შედის ძალაში. ანუ დიმიტრი ხუნდაძეს ან ბრიყვები ვგონივართ, ან თვითონ არის იდიოტი,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საკანონმდებლო ცვლილება 101 ხმით ჩავარდა.


close დახურვა