ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.
როგორც ფორმულას კლინიკაში უთხრეს, პაციენტი თბილისში ქუთაისიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
"ქუთაისში გააჩინა კლინიკა ბომონდში, შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს. გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე იყო", - ამბობენ კლინიკაში.
საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოა ფეხმძიმეებისთვის.
2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 212 ახალი შემთხვევა.