logo
ENG



ბოკერია: დღევანდელი შეთანხმებით რისკები შემცირდა

08 მარ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულა“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, დღევანდელმა შეთანხმებამ შეამცირა რისკები იმისა, რომ საარჩევნო პერიოდი რისკების ფონზე ჩატარდეს.

„ყველა შემთხვევაში ის, რომ ეს შეთანხმება შედგა, არის ძალიან კარგი. ახლა ეს ყველაფერი, რომ მოხდეს მარტო სიტყვა არ არის საკმარისი ხოლმე. ჩვენ ვართ მოტივირებულები, რომ ეს განხორციელდეს და ეს შედის ქვეყნის ინტერესებშიც და ყველა პოლიტიკური ფიგურების ინტერესებშიც. რაც სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. ეს ნიშნის იმას, რომ მოგებისთვის გვექნება საარჩევნო კამპანია და ჩვენი მყარი ხედვა იყო და არის, რომ არჩევნები უნდა იყოს ხედვის კონკურენცია და როგორ წაიყვან ქვეყანას წინ ეს შეთანხმება გვაძლევს საშუალებას რომ ამას მივუახლოვდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ნაკლები ზიანით გავიაროთ ეს სარისკო პერიოდი, მაგრამ ეს რისკები ამ შეთანხმებით შემცირდა“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. 

 


close დახურვა