logo
ENG



ბოკერია: მადლობა კობახიძეს კომპლიმენტისთვის, თუ ხარ გოიმი უნდა იყო ნომერი პირველი გოიმი

21 მაი 202016:02
3 წუთის საკითხავი
 
9unk0vf03a5efaf.png

„მადლობა კობახიძეს კომპლიმენტისთვის, თუ ხარ გოიმი უნდა იყო ნომერი პირველი გოიმი,“ - „ევროპული საქართველის“ წევრი გიგა ბოკერია, ოცნების წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი.

კითხვაზე, თუ რატომ იყენებს კობახიძე ამგვარ ტერმინოლოგიას, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არ იცის და ჟურნალისტებმა ეს თვითონ მას უნდა ჰკითხონ.

„ადამიანი ყველა საქმეში უნდა იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ უნდა ეცადო, რომ ნომერი პირველი გოიმი იყო. ასე რომ დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის. რაც შეეხება იმას თუ რატომ იყენებს კობახიძე ამ ტერმინოლოგიას არ ვიცი და ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ხარ იმაში უნდა იყო პირველი. თუ ხარ გოიმი უნდა იყო ნომერი პირველი გოიმი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერია ნომერ პირველ გოიმად დაასახელა. მისივე განცხადებით, ზოგადად, ოპოზიცია „გოიმური ქცევებით და საუბრით გამოირჩევა“, რაც კარგად გამოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. 


close დახურვა