logo
ENG



ბოკერია: ნორმალური ცხოვრება ამ პოლიტიკურ მონებს სანამ ეს სტატუსკვო არის, არ უნდა ჰქონდეთ

18 ნოე 201909:13
3 წუთის საკითხავი
 
b9umvpf4hvr37uk.png

 

ამ დრომდე პიკეტირებულია პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი. აქციის მონაწილეებმა გასულ ღამეს  ტომრები მიიტანეს და პარლამენტის სამივე შესასვლელი გადაკეტეს.  აქციის მონაწილეებს პარლამენტის ტერიტორიაზე გაშლილი აქვთ კარვები, გასათბობბად კი მომარაგებული აქვთ კასრები. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, სამოქალაქო მოძრაობა და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დეპუტატებს, ყველანაირი პოლიტიკური დისკომფორტი შეუქმნან.

„ჩვენი ამოცანა, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების კრიტიკული ნაწილის არის, რომ ამ შეურაცხყოფის შემდეგ, ამ გადაგდების შემდეგ საზოგადოების, როცა ესე გვითხრეს, რომ გადაგაგდე და მერე რა, როცა ესე გვითხრეს, ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა მონებმა, რეაქცია ბუნებრივია, რომ ნორმალური ცხოვრება ამ პოლიტიკურ მონებს, სანამ ეს სტატუსკვო არის, არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იგრძნონ ეს ძალიან დიდი პერსონალური დისკომფორტი და პოლიტიკური დისკომფორტი. დღეს პირველი დღეა აქ აპირებენ რომ ჩაატარონ ბიურო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესში ძალიან შეეშალოთ ხელი, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ძალიან გაუჭირდეთ და საოცარი დისკომფორტის ქვეშ იყოს ყველა დეპუტატი, რომელმაც ესეთი შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილის ამ სამარცხვინო ლიდერის სამარცხვინო დავალების შესრულებით“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 


close დახურვა