logo
ENG



ბოკერია: რუსეთში გაქცევა ივანიშვილისთვის პრობლემაა, იქ როდის რა მოგივა კაცმა არ იცის

22 ნოე 201922:07
3 წუთის საკითხავი
 
p4vvo1s3ei4rlw1.jpg

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით "ქართულ ოცნებას" სერიოზული პრობლემა შეექმნა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, თუ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა, ეს ქვეყანასაც კრიზისში ჩააგდებს. 

"ვნახეთ კონგრესმენი კინზინგერის განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი. აქაც იყო რამდენიმე დღის წინ ჩამოსული და ის კაციც მოატყუეს. ამიტომ ივანიშვილს და მის გუნდს ექნება პრობლემა და ის გაღრმავდება შემდეგი კვირების განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მალე გაიგოს, რა მოელის, თუ ასე გააგრძელებს. დიდი საფრთხეა, პოლიტიკური გარემოცვა რომ არ ჰყავს. ამ კაცს უნდა, რომ მას და მის კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას. რუსეთში გაქცევა მისთვის პრობლემაა, საფრთხეა, მაგიტომაც წამოვიდა იქიდან. თვითონაც იციან, რომ რუსეთში როდის რა მოგივა კაცმა არ იცის," - განაცხადა გიგა ბოკერიამ გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში". 

 


close დახურვა