logo
ENG



ბოკერია: ფოთში, ხობსა და სენაკში, მეორე ტურის შემთხვევაში, ხახუბია და ზოდელავა იბრძოლებენ

01 ნოე 202000:20
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მის ოლქში, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება და მეორე ტურში, სახელისუფლებო კანდიდატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად, მისი კონკურენტი, ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - მურთაზ ზოდელავა გადავა. 

"საბოლოო შედეგი მანდატების განაწილების გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. აქ, ფოთის ხობის და სენაკის ოლქში, დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, მეორე ტურში ოცნების ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი - ბატონი ზოდელავა.

მე, რა თქმა უნდა, ისევე როგორც, დანარჩენ ქვეყანაში ევროპული საქართველო, ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ხმა მისცენ ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ მეორე ტურში, ჩვენი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ", - ამბობს ბოკერია.  

 


close დახურვა