logo
ENG



ბოკერია: ცვლილებების არ მიღება იქნება ივანიშვილის გადაწყვეტილება

12 ნოე 201921:27
3 წუთის საკითხავი
 
mly7ixwn7rbgckt.jpg

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩავარდნა ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იქნება და არა რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატისა.

„მე ხომ იცი, არ მიყვარს მარჩიელობა რაიმეზე. ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ და საერთოდ საზოგადოებისთვის საბოლოო შედეგი იქნება პოლიტიკური განაჩენის საფუძველი ივანიშვილზე და მთელ მის გუნდზე. ამიტომ დღეს ეს შიდა ვაჭრობა იყო, ყურადღების მიქცევის მცდელობა თუ კუნთების თამაში, თუ სპექტაკლი, რომ დავუფასოთ ივანიშვილს, რომელიც ჩაერევა ამაში და მოაგვარებს  - რომელი სცენარია ზუსტი, ვერ გეტყვით, არ ვიცი. თუ საბოლოო ჯამში არ მოხდება მიღება ამ საკონსტიტუციო ცვლილების, ეს ყველა შემთხვევაში იქნება ივანიშვილის გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ აქ ერთ, ორ, სამ და ათ მაჟორიტარზეც არ არის საქმე - მათ შეუძლიათ სპექტაკლი მოაწყონ, ყურადღება მომაქციეო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ არ აღმოჩნდა საკმარისი ხმები „ქართული ოცნების“, ეგ იქნება ივანიშვილის გადაწყვეტილება. გვექნება ცუდი შედეგები ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე ცუდი შედეგები ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის“ - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ სოფო ზურაბიანის გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.

 


close დახურვა