logo
ENG



ბოკერია ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე - დახმარება არ შეიძლება საფრთხედ იქცეს

27 მარ 202014:01
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ შეიძლება, მოქალაქეების დახმარება საფრთხედ იქცეს.

ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოს" ჰყავს მოსახელობის დასახმარებლად 50 მოხალისე, რომლებმაც მკაცრი ტრენინგი გაიარეს.

„აბსოლუტურად გასაგებია სურვილი სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩვენ მოქალაქეებს დაეხმარონ. ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ დაუშვებელია, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუგდიდში. ამიტომ კრიტიკა, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდა დამსახურებული იყო. ამიტომ, კარგია, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა აღიარეს შეცდომები.

"ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა შეთქმულებებზე საუბარი დაიწყო. ახლა წესების დაცვის დროა. ცუდია, რომ ეს ინციდენტი მთავრობამ გამოიყენა, ზოგადად, ოპოზიციის წინააღმდეგ. ამის დროც არ არის. რახან კამპანია დაიწყო, მინდა საზოგადოებმა იცოდეს, "ევროპულ საქართველოს" ჰყავს 50 მოხალიცე, რომელებმაც მკაცრი ტრენინგი გაიარეს, ხოლო მოხალისეთა ლიდერებმა ტრენინგი თავად ლუგარის ლაბორატორიაში გაიარეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგ­დი­დში „სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კისა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარომომად­გენ­ლე­ბმა მოსახლეობას პირ­ბა­დე­ები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგეს. ადგილზე ათობით მოქალაქე მივიდა. სამართალდამცველების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, მათ რეკომენდაციებით განსაზღვრული დისტანცია არ დაიცვეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით დააჯარიმა.

ბრალდებებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრევენციისთვის საჭირო ატრიბუტების გაცემა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან რამდენიმე დღეა წესების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს, ზუგდიდში მომხდარი კი სამართალდამცველების არასათანადო რეაგირებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით რამდენიმე დღის წინ მან საჯარო მიმართვაში შესთავაზა სამედიცინო აღჭურვილობა თვითონ დაერიგებინათ, თუმცა უარი მიიღეს.   

 


close დახურვა