logo
ENG



ბოკერია კენჭისყრაში მონაწილეობაზე: ახლა ვაძლევთ ივანიშვილს შანსს

20 ივნ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგია ბოკერიას განცხადებით, პარტია პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებით, მმართველ გუნდს შანსს აძლევს, რომ ქვეყანას ზიანი არ მიადგეს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, მეორე კენჭისყრაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ არც თავის თავი არ დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და მეორე მხრივ, ქვეყანას არ მიაყენოს დამატებითი ზიანი. პირველ მოსმენის კენჭისყრაში ჩვენი მონაწილეობა მას აძლევს ამის შანსს, შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია შეთანხმების შესასრულებლად. იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც დაიდო ქართული საზოგადოების და საქართველოს მეგობრების წინაშე. პირველი მოსმენის ჩავარდნა გამოიწვევს პროცესის საბოლოო გაჭედვას, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს არის ცუდი სცენარი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ ვაძლევთ შანსს, რომ ეს ცუდი სცენარი ქვეყნისთვის არ განხორციელდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებით, პარტია 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და ცვლილებებს მხარს დაუჭერს.


close დახურვა