logo
ENG



ბოკერია მარგველაშვილზე: არსებულ ვითარებაში ყველა ფიგურის გააქტიურება მისასალმებელია

17 თებ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ოპოზიციაში დადებითად აფასებენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, არსებულ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურება მისასალმებელია.

„ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურებას ამ საერთო საფრთხის დროს ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი და მისი მასხარები ჰქვია, მხოლოდ მივესალმები. ბატონმა მარგველაშვილმა იქამდეც თქვა, რომ დაინტერესებულია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რა ტიპის კოორდინაციაც ხდება, ამ პროცესში ჩაერთოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. 

 


close დახურვა