logo
ENG



ბოკერია მერაბიშვილის პატიმრობაზე:ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში

20 თებ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 

"ლაქა ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში" - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილის თითქმის რვაწლიან პატიმრობას. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დილიდან მატროსოვის ციხესთან იმყოფებოდა, სადაც ის საპატიმროდან გამოსულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს დახვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერაბიშვილის ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი იყო და ასეთი ფაქტები ქვეყანაში აღარასდროს არ უნდა მოხდეს. 

"მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში რვა წელი პოლიტიკური პატიმარი არის თავისუფალი, ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამე მოხდა, სწორად ამიტომ უნდა დასრულდეს, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად, რომ ამგვარი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე იჯდეს ციხეში და იყოს მარტო გამოკეტილი საკანში რვა წელიწადი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, უნდა ვიყოთ დაუსჯელები, მაგრამ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის, ვინც აღიზიანებდა, ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა და მერაბიშვილი იყო ასეთი. ეს განთავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმისი, რომ ივანიშვილს რომ დავამარცხებთ არჩევნებში მშვიდობიანად, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს არ უნდა ვქნათ",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.


close დახურვა