logo
ENG



ბოკერია მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე: კლოუნების თამაშს არავინ ჭამს

09 დეკ 201908:27
3 წუთის საკითხავი
 
l166kp7gn1qzb5i.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მმართველი გუნდის მაჟორიტარების ნაწილის მხრიდან მუქარას ადასტურებს. მიუხედავად ამისა, მდინარაძე  პარტიაში დაპირისპირებას გამორიცხავს  და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი საერთო კონსესუსამდე მივა.

„შესაძლოა, გუნდში გაჩნდეს დიდი ნაპრალი. მე პირადად სრულიად პროპორციულის მომხრე ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად მაჟორიტარული სისტემის მომხრეები არიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საერთო კონსესუსური გადაწყვეტილება მივიღოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარტიაში შესაძლო განხეთქილების არსებობას, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია "კლოუნების სპექტაკლს" უწოდებს და ხელისუფლებას ტყუილებში ადანაშაულებს.

„კლოუნების თამაშს არავინ ჭამს. ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაეგდო საზოგადოება და გვითხრა ყველას, რომ ფეხებზე მკიდიხართო. ახლა არის პროტესტი მწვავე ქვეყნის შიგნით და მისი იზოლაციის პროცესი ქვეყნის გარეთ, სანამ უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან მუქარის არსებობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კალაძემ განმარტა, რომ ზოგიერთი მათი თანაგუნდელი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლის შემთხვევაში, პარტიის დატოვებით იმუქრება.


close დახურვა