logo
ENG



ბოკუჩავა: გახარია ცდილობს თავისი სისხლიანი ხელები თეთრი ხალათის უკან დამალოს

27 მაი 202015:17
3 წუთის საკითხავი
 

„პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცდილობს თავისი სისხლიანი ხელები თეთრი ხალათის უკან დამალოს,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა აკეთებს.

მისი განცხადებით, ექიმების დამსახურების და საზოგადოების მაღალი თვითშეგენბის ხარჯზე პრემიერი პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს. 

„პოლიტიკურ ცეკვაზე დღესაც ისაუბრა გახარიამ, სინამდვილეში სწორედ ის ცდილობს პოლიტიკურ პოზიორობას და პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ექიმების დამსახურების და მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეების დამსახურების ხარჯზე. ასევე ცდილობს, რომ თავისი სისხლიანი ხელები დამალოს თეთრი ხალათის უკან. ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც მთავარი შემოქმედია 20-21 ივნისის ღამის. ამას ვერ დავივიწყებთ. 12 თვეც არ არის გასული ამ მოვლენებიდან და დღეს ცდილობს თეთრი ხალათის უკან დამალოს თავისი სისხლიანი ხელები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 


close დახურვა