logo
ENG



ბოკუჩავა: ტიკარაძემ უარი თქვა დეპუტატებთან შეხვედრაზე

10 ნოე 202112:57
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ს წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი თქვა. დეპუტატები მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები და ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე მინისტრთან შეხვედრას.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. 

"გვინდოდა ძალიან მშვიდ გარემოში მათან შეხვედრა იმისთვის, რომ მისმა უწყებამ აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას გააჩნია და დაიცვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ტიკარაძემაც რეჟიმთან ერთად, ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედა და უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა