ხობის მუნიციპალიტეტში დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში, ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.
პაციენტს სიცოცხლისადმი შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა. ახალგაზრდა კაცს მუცლის არეში ჭრილობა მასთან სახლში სტუმრად მყოფმა ნათესავმა მიაყენა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.