ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დედამ 7 წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა მედიამ, Aktual.ge-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა. არსებული ცნობით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
