logo
ENG



ბოლომდე არ მჯერა - თეოლოგები მეუფე იაკობის განცხადებაზე

31 ოქტ 201913:45
3 წუთის საკითხავი
 
0xxkcfr00lfcoxl.png

თეოლოგების ნაწილი დღეს დაგეგმილ სინოდის სხდომას ეხმიანებიან. მათი განცხადებით, მეუფე იაკობის ბრალდებების არ სჯერათ და გამოთქვემენ ვარაუდს, რომ მომხდარი, სახელმწიფოსა და ეკლესიის სინააღმდეგ იყოს მიმართული.

"ეს განცხადებები იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების წინააღმდეგ და მეუფე შიოს წინააღმდეგ. იმის მაგივრად, რომ ვიმსჯელოთ, თითქოს რუსეთის დანიშნული მოსაყდრე იყო ამერიკაში და საკმაოდ წარმატებული შეხვედრები ჰქონდა, ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რომ იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის მკვლელობა და არის თუ არა მეუფე შიო რუსეთის მიერ დანიშნული. თქვენ არ იცით, ვინც პირს გააღებს და იცის, რომ უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ იტყვის რაღაცას ?!- ოპოზიცია, თქმა უნდა,-აცხადებს გია აბაშიძე.

აბაშიძეს ეთანხმება თეოლოგი ნუგზარ ბარდაველიძეც, რომლის თქმითაც ბოლომდე არ სჯერა მეუფე იაკობის განცხადებების.

"ბოლომდე არ მჯერა, რადგან თუ ასე მწვავედ იდგა საკითხი, მაშინვე მყისიერად უნდა ეთქვა. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას შეჰპირდნენ, რაღაცის მოლოდინი ჰქონდა და ერთგვარი ზეწოლა რომ მოეხდინა, აქ შეცდა ზუსტად. კვალი ყველგან შეიძლება იყოს, არ ჩავთვალოთ რომ მარტო რუსეთის ინტერესებია,"-განმარტავს ნუგზარ ბარდაველიძე. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრება იმართება. შევხედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მეუფე იაკობის განცხადებები და მასთან დაკავშირებული მოვლენებია. 


close დახურვა