logo
ENG



ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

02 სექ 202210:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/g5d4jska3zxkugj.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქში 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 1 სექტემბერს რუსებმა დონეცკის რეგიონში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ტორეცკში, 1 ველიკა ნოვოსელკაში და 1 ავდიივკაში. დაშავებულია 10 ადამიანი," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა