ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 30 168 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 682-ს აღწევს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიასა და მთელ ლათინურ ამერიკაში 26 თებერვალს გამოვლინდა. პირველი ინფიცირებული იტალიაში 9-დან 12 თებერვლამდე მოგზაურობდა.
26 თებერვლიდან დღემდე, ბრაზილიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გაააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 100 000-ს აღემატება.