logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით  ბრაზილიამ აშშ-ს გაუსწრო

26 მაი 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით  ბრაზილიამ შეერთებულ შტატებს გაუსწრო. ბოლო 24 საათში ინფექციას აქ 806 ადამიანი ემსხვერპლა.  გამოვლენილია ინფიცირების 11 ათასზე მეტი ახალია შემთხვევა.  

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 100 ათასია.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის 50-ვე შტატში ინფიცირების 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ნიუ-იორკი. ქალაქის მერის განცხადებით, უცნობია როდის შეძლებს მეგაპოლისი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას. 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოების წინაშე გამოჩნდა რუსეთს პრეზიდენტი.  ვლადიმირ პუტინმა შეხვედრა კრემლში გამართა. რუსეთში ვირუსის მასიური გავრცელების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი შეხვედრებს არ მართავდა და მთავრობის წევრებთან ურთიერთობა მხოლოდ  ვიდეო კონფერენციის ფორმატში  ჰქონდა. ბოლო მონაცემებით რუსეთში კოვიდ 19 -სი შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 ათას 633-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტად დაზარალებულ მოსკოვში დღის განმავლობაში ვირუსს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა.  დაღუპულთა რაოდენობა 350-თ ათასს უახლოვდება. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 2 მილიონს აჭარბებს. 


close დახურვა