ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს.
ეს განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოს საკითხიც განიხილეს.
"მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიით, რომელიც შორდება ევროკავშირს"- თქვა ბორელმა.