logo
ENG



ბორელი მეორე ფრონტზე: დეზინფორმაციაა, მიზანი საზოგადოების მოწამვლა და უნდობლობის გაზრდაა

08 სექ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი მეორე ფრონტზე: დეზინფორმაციაა, მიზანი საზოგადოების მოწამვლა და უნდობლობის გაზრდაა

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ე.წ. მეორე ფრონტის საქართველოში გახნა დეზინფორმაციაა და მისი მიზანი საზოგადოების მოწამვლა და უნდობლობის გაზრდაა. ბორელს ჟურნალისტმა ქართული ოცნების მიერ ხშირად გაჟღერებული რუსული პროპაგანდის შესახებ ჰკითხა - თითქოს დასავლეთს საქართველოში უკრანის ომის ფონზე მეორე ფრონტის გახსნა სურს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, საქართველოში რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურად მუშაობს.

"ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. სიგიჟე იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, იმიტომ რომ ეს ქმნის პრობლემას - ეს ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი გამოიჩინეს მსოფლიოში", - თქვა ბორელმა პრესკონფერენციაზე.

***

ბოლო თვეების განმავლობაში, ქართული ოცნების წარმომადგენლები აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააძლიერეს ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკა. ისინი დასავლეთს ბრალს სდებენ, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამ განცხადებებს კელი დეგნანმა "დეზინფორმაცია და რუსული ფსბ-ის მეთოდები უწოდა". 

 

 

 


close დახურვა